უმცროსკლასელების ტრიუმფი დიდი ჩაილურის საჯარო სკოლაში
15-03-2018
დიდი ჩაილურის საჯარო სკოლაში მეორეკლასელებმა გაზაფხულის დღესასწაულები კონცერტით აღნიშნეს.  

კონცერტის ორგანიზატორი კლასის დამრიგებელი მაია ფოცხვერაშვილი იყო, რომელმაც მოსწავლეებთან ერთად მრავალი სიურპირიზი მოუწყო დამსწრე საზოგადოებას.

„პატარები სიმღერით, ცეკვით, ლექსებით, სხვადასხვა წარმოდგენით ცდილობდნენ მაყურებლებზე შთაბეჭდილების მოხდენას“- ამბობს სკოლის წარმოომადგენელი.  

მისივე თქმით, დამსწრე საზოგადოებამ კონცერტი დადებითად და პოზიტიურად შეაფასა. 

სკოლა მადლობას უხდის მოსწავლეებს და მასწავლებელს ღონისძიების წარმატებით ჩატარებისთვის.   

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203