ბათუმის N22 საჯარო სკოლისთვის ხელოვნების როლის გაზრდა სასწავლო პროცესში და შემოქმედებითი ნიჭის მქონე მოსწავლეების აღმოჩენა-წახალისება მნიშვნელოვანია.
ამ მიზნით ბათუმის N22 საჯარო სკოლაში I დან VIII კლასების ჩათვლით იქმნება წრე ხელოვნებაში, სახელწოდებით „ხელოვნება უკვდავია".
წრის მიზანია სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების თემატიკის ღრმად დაუფლება. მოსწავლეთა ინტერესებისა და შემოქმედებითი უნარ-ჩვევების ამაღლება, ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების თემატიკის, სტანდარტისა და ინდიკატორების მოთხოვნათა უფრო ღრმად შესწავლა.
პროექტის ხელმძღვანელის თქმით, მოსწავლეები შეძლებენ ისეთი ნამუშევრების შექმნას, სადაც გადმოცემულია ჰაეროვანი პერსპექტივა, პორტრეტი და ყოველდღიური ცხოვრების ამსახველი სურათები.
წრეში გაწევრიანებისთვის აპლიკაციის ფორმის შევსებაა საჭირო, რომლის ნახვაც სკოლის
ფეისბუქ გვერდზეა შესაძლებელი, დაინტერესებულმა მოსწავლეებმა ასევე ხელოვნების მასწავლებელს მადონა ბრუნჯაძეს უნდა მიმართონ.
სკოლა თითოეულ დაინტერესებულ მოსწავლეს წარმატებებს უსურვებს.