თემატური მოკვლევა იწყება - რესურსცენტრებსა და საჯარო სკოლებს კითხვარები დაეგზავნებათ
11-05-2022

აჭარის 2021 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში ფინანსთა და ეკონომიკის, განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრებისაგან მოისმინეს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომიტეტის სხდომაზე - ჯაბა ფუტკარაძემ და მაია ხაჯიშვილმა ბიუჯეტის ძირითადი პარამეტრების, განხორციელებული პროგრამებისა და პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაცია წარმოადგინეს, ისაუბრეს სიახლეებზე და უპასუხეს კანონმდებელთა კითხვებს.

როგორც აჭარის უმაღლესი საბჭოს ინფორმაციაშია აღნიშნული, კომიტეტმა მხარი დაუჭირა ანგარიშის პლენარულ სხდომაზე გატანას.

სხდომაზე ჯაბა ფუტკარაძე კიდევ ერთი მოხსენებით წარსდგა - აჭარის 2022 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის პირველი კვარტლის შესრულების ანგარიში, კითხვა-პასუხის დასრულების შემდეგ, კომიტეტმა ცნობად მიიღო.

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომიტეტი, აჭარის ზოგადსაგანმანათლებლო საჯარო სკოლების ბიბლიოთეკებში არსებული მდგომარეობის შესწავლის მიზნით, თემატური მოკვლევას იწყებს.

კომიტეტის თავმჯდომარის დავით ბაციკაძის განცხადებით, საწყის ეტაპზე იგეგმება საინფორმაციო ხასიათის შეხვედრები. ამასთან, სპეციალურად მომზადებული კითხვარები დაეგზავნება რესურსცენტრებსა და საჯარო სკოლებს. შემოსული მასალების ანალიზის შემდგომ კი მომზადდება დასკვნა, რომლის საფუძველზეც დაიგეგმება სათანადო ღონისძიებები.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203