მოსწავლეებში დისტანციურ სწავლებაზე გადასვლის მსურველთა რიცხვი შემცირდა. განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ etaloni.ge-სთვის მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით ხუთშაბათს, 12 მაისს სწავლების ონლაინ მოდელი 442-მა მოსწავლემ აირჩია. რაც შეეხება ონლაინიდან დასწრებით რეჟიმზე გადასვლის მაჩვენებელს, სასკოლო სივრცეს ორშაბათიდან 1135 მოსწავლე დაუბრუნდება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ორსაბათიდან, სასწავლო პროცესს ეს მოსწავლეები, განსხვავებულ ფორმატში გააგრძელებენ.
მოსწავლეებს ონლაინ სწავლებაზე განაცხადის შევსება/რეგისტრაციის გაუქმება ყოველ ხუთშაბათს ვებგვერდიდან -
online.emis.ge-დან შეუძლიათ.
იხილეთ:
დისტანციური სწავლის არჩევა ხუთშაბათობით შეგეძლებათ - ვადები და დეტალები