პედაგოგებისთვის თემატური ვებინარი ჩატარდება
11-05-2022

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრისა და გაეროს ბავშვთა ფონდის თანამშრომლობით გრძელდება თემატური ვებინარების ციკლი "კონფლიქტით დაზარალებულ, იძულებით გადაადგილებულ, ლტოლვილ და თავშესაფრის მაძიებელ მოსწავლეთა ინტეგრაციის ხელშეწყობა სასკოლო გარემოში".

რიგით მეხუთე ვებინარი გაიმართება 11 მაისს, 17:00 საათზე - პლატფორმა TEAMS-ის საშუალებით, თემა გახლავთ „საგანმანათლებლო აქტივობები მშვიდობის განათლების ხელშესაწყობად“.

ვებინარზე დასწრება შეუძლია მასწავლებლებს, ფსიქოლოგებს, სოციალურ მუშაკებს, სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს თუ სხვა დაინტერესებულ პირებს, რომელთაც ყოველდღიური კონტაქტი აქვთ ბავშვებთან, ზრუნავენ მათ განათლებასა და განვითარებაზე და შეუძლიათ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანონ კონფლიქტით დაზარალებული ან/და იძულებით გადაადგილებული ბავშვების ფსიქო-ემოციური მდგომარეობის გაუმჯობესებასა და სკოლასთან ინტეგრაციის პროცესში.

მოწვეული სტუმარი - დემოკრატიული მოქალაქეობის ექსპერტი, ევროპის საბჭოს განათლების კომიტეტის წევრი - ნათია ნაცვლიშვილი.

დასასწრებად გადადით ბმულზე.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203