- სასწავლო წელი დასასრულს უახლოვდება, როგორ შეაფასებდით განვლილ პერიოდს?
- მალე დასრულდება სასწავლო წელი, რომელიც საკმაოდ რთული იყო პანდემიის გამო; წინა წლის გამოცდილებით, რეგულაციების დაცვით შევძელით მოსწავლეებს წელს სკოლაში ესწავლათ, საჭიროებიდან გამომდინარე, ასევე შეთავაზებული ჰქონდათ ჰიბრიდული და დისტანციური მოდელიც; პედაგოგებმა კარგად გაართვეს თავი გამოწვევებს: იყო ხანგრძლივი პერიოდი, როდესაც ერთდროულად რამოდენიმე თანამშრომელი „კოვიდ -19“-ს ებრძოდა, თუმცა ვცდილობდით ერთმანეთი ჩაგვენაცვლებინა და სასწავლო პროცესი სრულყოფილად წაგვემართა.
- როგორ ფიქრობთ, უნდა დარჩეს თუ არა სწავლის ჰიბრიდული მოდელი მომავალშიც?
- მომავალში, განსაკუთრებულ შემთხვევებში, სწავლის ჰიბრიდული მოდელი შეიძლება იქნას გამოყენებული, ამ მოდელს აქვს თავისი დადებითი მხარე, ის სასწავლო პროცესის მიღმა არ ტოვებს არც ერთ მოსწავლეს.
- როგორ აფასებთ სადიაგნოსტიკო ტესტირების ჩატარებას და ხედავთ თუ არა მის საჭიროებას?
- მასწავლებელს არ უნდა გამოეპაროს მისი ყოველი მოსწავლის ცოდნის დონე, შესაძლებლობები, სირთულეები. სადიაგნოსტიკო ტესტირება საჭიროა სწორ დროს ჩატარდეს, რომ შეძლოს ზუსტად გაზომოს მოსწავლის ძლიერი და სუსტი მხარეები, მოხდეს ინტერვენცია და დაეხმაროს აღსაზრდელს. მესამე წელია პანდემიასთან ბრძოლაშია ყველა მხარე: მასწავლებელი, მოსწავლე, მშობელი; დღეს რას ვზომავთ?!
საკმაოდ რთულია ლოჯისტიკაც, სასწავლო წლის ბოლოს რომ ჩავატარებთ და დასკვნებს გავაკეთებთ, როდის ვიწყებთ ნაკლოვანებების გამოსწორებას?!
- თქვენი პირადი შეხედულებით, რას შეცვლიდით სკოლასა თუ სასწავლო პროცესში?
- შევცვლიდი სკოლის ინფრასტრუქტურას, მას XXI საუკუნის მოთხოვნების შესაბამისად გავმართავდი, ყველა საკლასო ოთახსა და ლაბორატორიას აღვჭურავდი ციფრული ტექნიკით. მასწავლებელს მეტად შევუწყობდი ხელს (ტრენინგი, გაცვლითი პროგრამა) სასწავლო პროცესი გახადოს თითოეულ მოსწავლეზე მორგებული, საინტერესო, სახალისო.
- ბოლო პერიოდში, განათლების სისტემაში დანერგილ რომელ სიახლეს იწონებთ ყველაზე მეტად და რატომ?
- მუდმივი რეფორმებია, ნელ-ნელა მივდივართ მიზნისაკენ.