წალენჯიხის N5 საჯარო სკოლა მზადაა ახალ პროექტ „ევრიკაში“ ჩაერთოს
15-03-2018
წალენჯიხის N5 საჯარო სკოლა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ინიცირებულ პროექტებში აქტიურად ერთვება. სკოლა მზადაა მიიღოს და აქტიურად ჩაერთოს ახალ პროექტ „ევრიკაში“.

როგორც სკოლის დირექტორმა ნანა მიქავამ Etaloni.ge-სთან საუბრისას აღნიშნა, მსგავსი ტიპის პროექტები პროფესიული განვითარებისა და სკოლის წარმატებული მომავლის საწინდარია:

„ჩვენი სკოლა მზადაა მიიღოს და აქტიურად ჩაერთოს სამინისტროს მიერ მოწოდებულ აქტივობებში. მსგავსი ტიპის პროექტები პროფესიული განვითარებისა და სკოლის წარმატებული მომავლის საწინდარია, რადგან ის მოსწავლეებს გამოცდილ პედაგოგებთან თანამშრომლობის საშუალებას აძლევს და ხელს უწყობს მეცნიერებისადმი მათი ინტერესის კიდევ უფრო გაღრმავებას. ჩემთვის მისასალმებელია ონლაინ გაკვეთილების სასწავლო პროცესში ჩართვა, რადგან ვფიქრობ, თანამედროვე სამყაროში ტექნოლოგიური სიახლეების სწავლებაში ჩართვა აუცილებელი და საჭიროა, ჩვენი მოსწავლეები დიდი ინტერესით ელიან სექტემბრის დადგომას, როცა პროექტის განხორციელება მთავარ ფაზაში შევა,“- განაცხადა ნანა მიქავამ.

შეგახსენებთ, რომ პროექტის ფარგლებში უნივერსიტეტების სკოლების საგანმანათლებლო პროცესში ჩართვა მოხდება. მოსწავლეებს გაკვეთილებს პროფესორ-მასწავლებლები ონლაინ რეჟიმში ჩაუტარებენ, რაც საშუალებას იძლევა, რომ საქართველოს ყველა სკოლაში გაკვეთილები ერთდროულად ჩატარდეს. 

პროექტის მთავარი ამოცანაა, რომ მოსწავლეებს მეცნიერებისადმი, შემოქმედებითი და კრიტიკული აზროვნებისადმი ინტერესი გაუღრმავდეთ. გაკვეთილებს სკოლის პედაგოგებიც დაესწრებიან, რაც მათი პროფესიული განვითარებისთვისაც მნიშვნელოვანი იქნება.  

იხილეთ ასევე:

ახალი პროექტი სკოლებში თებერვლის ბოლოს დაიწყება - დეტალებზე ლია გიგაური საუბრობს

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203