ზარიძეების საჯარო სკოლის მოსწავლეებმა აფხაზეთის ომის გმირი გაიხსენეს
15-03-2018
ზარიძეების საჯარო სკოლამ ტრადიციულად ეროვნული გმირის ზურაბ იარაჯულის დაბადების დღეს აღნიშნა. სკოლის მოსწავლეები ზურაბ იარაჯულის სახელობის სკვერში შეიკრიბნენ, პატრიოტული თემატიკის ლექსები წარმოთქვეს და იმღერეს.
„ჩვენ გვახსოვს ზურაბ იარაჯული, მისით აღფრთოვანებულები ვართ, მისი არყოფნა გვტკივა, მაგრამ ვამაყობთ, რომ ის ჩვენი თანამემამულე იყო, ჩვენი სამშობლოს ღირსეული შვილი“,- აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.
შეგახსენებთ, რომ ქართველი პილოტი ზურა იარაჯული აფხაზეთის ომში გმირულად დაიღუპა. 2013 წლის 19 სექტემბერს კი საქართველოს სამხედრო-საჰაერო ძალების დღესთან დაკავშირებით ზურა იარაჯულს საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა.