სამღერეთის საჯარო სკოლაში ბიბლიის წაკითხვას, განმარტებასა და ანალიზს დიდი ყურადღება ეთმობა
15-03-2018
სამღერეთის საჯარო სკოლაში ბიბლიის წაკითხვას, განმარტებასა და ანალიზს დიდი ყურადღება ეთმობა. მეშვიდე კლასის მოსწავლეებმა რელიგიაში დაგროვილი ცოდნის რეალიზებისთვის კონკურსში „ჩვენ ვსწავლობთ ბიბლიას" მიიღეს მონაწილეობა.
„სამღერეთის საჯარო სკოლისთვის რელიგიისა და მასთან დაკავშირებული ცოდნის გადაცემას, მოსწავლეებში თეოლოგიური საკითხებისადმი ინტერესის გაღვივებას ფუნდამენტური მნიშვნელობა აქვს. რელიგიისადმი ბავშვების ინტერესის გაღვივების საქმეში დიდი წვლილი მასწავლებელს, ლალი აბულაძეს ეკუთვნის, რომლის დაუღალავმა შრომამ სკოლის აღსაზრდელებს დიდი სტიმული მისცა, რომ პროექტებში აქტიურად ჩაერთონ,“ - განაცხადეს სკოლის წარმომადგენლებმა.