რომელ მოსწავლეებს არ მოუწევთ გაცდენების გამო ექსტერნატის გამოცდები?
14-05-2022

ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით, თუ საბაზო ან საშუალო საფეხურებზე მოსწავლემ სასწავლო წლის განმავლობაში გააცდინა კონკრეტული საგნისთვის კონკრეტული სასწავლო წლის მანძილზე დათმობილი საათების 30% და მეტი, მოსწავლე მხოლოდ ექსტერნატის გამოცდის ჩაბარების საფუძველზე შეფასდება.

ელექტრონული ჟურნალი მასწავლებლის მიერ ჩაწერილ დასწრების მაჩვენებელს ავტომატურად ითვლის. მოსწავლეს თავადაც შეუძლია ნახოს, გაცდენების მიხედვით მოუწევს თუ არა ექსტერნატის გამოცდებზე გასვლა.

აღნიშნული კანონის მიხედვით, გამონაკლისი ვრცელდება იმ მოსწავლეებზე, რომლებიც მონაწილეობენ ეროვნულ და საერთაშორისო სასპორტო, სახელოვნებო ღონისძიებებში, აგრეთვე ეროვნულ და საერთაშორისო საგნობრივ ოლიმპიადებში.

მათი მხრიდან სკოლის გაცდენის შემთხვევაში, მოსწავლის კანონიერმა წარმომადგენლმა წერილობით უნდა მიმართოს დირექციას, მიმართვის საფუძველზე კი სკოლის დირექტორი უფლებამოსილია, მიიღოს გადაწყვეტილება და გაცდენები საპატოიდ ჩაუთვალოს. ასეთ შემთხვევაში აღნიშნულ მოსწავლეებს კლასიდან კლასში გადასასვლელად ექსტერნატის გამოცდის ჩაბარება აღარ მოუწევთ.

კონკრეტული საგნისთვის კონკრეტული სასწავლო წლის მანძილზე დათმობილი საათების 30%-ში არ იანგარიშება ის გაცდენილი დღეები, როცა ჩატარდა შემაჯამებელი დავალება, თუკი ის მოგვიანებით მოსწავლემ აღადგინა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203