საჯარო სკოლებში ფართომასშტაბიანი ტესტირება ჩატარდა - ინფორმაციას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს
13-05-2022
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, პროექტის „შეფასება განვითარებისათვის“ ფარგლებში საქართველოს მასშტაბით 500-ზე მეტ საჯარო სკოლაში ფართომასშტაბიანი საცდელი ტესტირება ჩატარდა. როგორც ქართულის, ისე მათემატიკის ტესტს საცდელი ტესტირების თითოეულ დღეს 5000-დან 7000-მდე მოსწავლე ასრულებდა. ტესტირების მიზანი პროექტის ელექტრონული პლატფორმის გამოცდა იყო. 
 
პროექტზე „შეფასება განვითარებისათვის“ მუშაობა შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა 2019 წელს დაიწყო. მისი მიზანია ელექტრონული პლატფორმის დახმარებით მეოთხე და მეექვსეკლასელების მიღწევების შეფასება სასწავლო წლის ბოლოს ქართულ ენასა და ლიტერატურაში (წიგნიერება) და აგრეთვე მათემატიკაში (რაოდენობრივი წიგნიერება). შედეგები დაეხმარება მოსწავლეებსა და მშობლებს, თვალი ადევნონ სასწავლო პროცესის მანძილზე მიღწეულ პროგრესს და მიიღონ ინფორმაცია მოსწავლეთა სუსტი და ძლიერი  მხარეების შესახებ. ეს პროექტი სკოლას შესაძლებლობას მისცემს, დააკვირდეს სწავლა-სწავლების ტენდენციებს როგორც ცალკეული კლასის, ასევე, ზოგადად, სკოლის დონეზე. გასათვალისწინებელია, რომ მიღებული ქულები მოსწავლის წლიურ შეფასებაზე არ აისახება.
 
მოსწავლეები და მშობლები, ასევე მასწავლებლები და დირექტორები შეფასების დეტალურ შედეგებს ივნისის მიიღებენ.
 
ელექტრონული სისტემის გამოცდის მიზნით საცდელი ტესტირება გასულ წლებშიც ჩატარდა; 2021 წელს მასში 7000-ზე მეტმა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა. 2020 წელს გამოიცადა ტესტური დავალებებიც. 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203