წამყვანის სტატუსისთვის 43 ქულა, ხოლო მენტორისთვის 53 ქულა უნდა დააგროვოთ - მაქსიმალური ქულა და ტესტის ნიმუშები ცნობილია
13-05-2022
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი 2022 წელს პირველად ატარებს გამოცდას პროფესიულ უნარებში წამყვანი და მენტორი მასწავლებლობის მსურველთათვის.

„წინასწარ შემუშავდა საგამოცდო პროგრამა. იგი ეყრდნობა მასწავლებლის პროფესიულ სტანდარტს, რომელშიც წამყვანი და მენტორი მასწავლებლებისათვის განსაზღვრულია დამატებითი მოთხოვნები და კომპეტენციები (საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის ბრძანება №67/ნ 2020 წლის 30 ივნისი ქ. თბილისი, თავი IV)“ -  აღნიშნულია ცენტრის განცხადებაში
 
ტესტის მოკლე აღწერა

უფროსი და წამყვანი მასწავლებლები გამოცდას ერთი ტესტით ჩააბარებენ. საგამოცდო ტესტის მაქსიმალური ქულაა 70. წამყვანი და მენტორი მასწავლებლებლობის მსურველთათვის განისაზღვრა მინიმალური კომპეტენციის ზღვრები:

  • წამყვანობის მსურველმა უნდა დააგროვოს ტესტის მაქსიმალური ქულის 60%-ზე მეტი, ანუ 43 ქულა;
  • მენტორობის მსურველმა უნდა დააგროვოს  ტესტის მაქსიმალური ქულის 75 % -ზე მეტი, 53 ქულა.
 
საგამოცდო ტესტში სულ 32 სხვადასხვა ტიპის დავალებაა გამოყენებული, მათგან:

  •   22 არჩევითპასუხებიანი დავალებაა; 
  •   - შესაბამისობის დავალება; 
  •   - ღია დავალებები; 
  •   ფუნქციური/ანალიტიკური წერა.
გამოცდის ხანგრძლივობაა 4 საათი.  
 
საგამოცდო პროგრამა და ტესტურ დავალებათა ნიმუშები შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203