შაშიანის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სასკოლო ბიბლიოთეკების კეთილმოწყობის პროექტი შექმნეს
15-03-2018
შაშიანის საჯარო სკოლა აქტიურად თანამშრომლობს სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციასთან. 

ერთ-ერთი მათგანი World Vision-ია, რომლის უშუალო მხარდაჭერით, უფროსკლასელი მოსწავლეებისგან დაკომპლექტებულმა გუნდმა შექმნა ორი პროექტი, რომელიც ბიბლიოთეკის კეთილმოწყობას ეხება.     
 
აღსანიშნავია, რომ პროექტის იდეა მოსწავლეებს დიდი ხნის წინ გაუჩნდათ. გარდა ინფრასტრუქტურული და ტექნიკური პრობლემების მოგვარებისა, მათი მიზანია ბიბლიოთეკის ფონდის თანამედროვე ლიტერატურით შევსება.     
 
როგორც Etaloni.ge-სთან ინტერვიუში სკოლის დირექტორმა განაცხადა, მოსწავლეები წუხან იმაზე, რომ არ აქვთ წვდომა თანამედროვე მხატვრულ და სამეცნიერო ლიტერატურასთან, რითიც ძალიან არიან დაინტერესებულნი. სწორედ ამ მიზნით გაერთიანებულებმა გადაწყვიტეს პროექტის კონკურსზე გატანა. 

„კონკურსის შედეგები ჯერ არ ვიცით. თუმცა, ვიმედოვნებთ, რომ აუცილებლად დაგვიფინანსებენ. ამის შედეგად, სკოლის აღსაზრდელებს მეტი შესაძლებლობა ექნებათ წიგნიერების დონის ამაღლებისა და საკუთარი ინტერესების დაკმაყოფილების. ბიბლიოთეკა ხომ სასიცოცხლო საჭიროებაა ახალგაზრდების განვითარებისთვის,“ -განაცხადა სკოლის დირექტორმა თამარ თვალიაშვილმა.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203