32 დავალებიდან 22 არჩევითპასუხიანი იქნება - „ნაეკი“ მასწავლებლეთა გამოცდებზე
15-05-2022

პედაგოგთა პროფესიული უნარების გამოცდის მაქსიმალური ქულა და მინიმალური ზღვარი უკვე ცნობილია; იმავდროულად, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებული ინფრომაციით, ირკვევა, რომ წამყვანობისა და მენტორობის გამოცდაზე მასწავლებლებს 32 დავალების შესრულება მოუწევთ.

„საგამოცდო ტესტში სულ 32 სხვადასხვა ტიპის დავალებაა გამოყენებული, მათგან: 22 არჩევითპასუხებიანი, 2 - შესაბამისობის დავალება; 8 - ღია დავალებები და ფუნქციური/ანალიტიკური წერა“, - აღნიშნულია ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

პროფესიული უნარების გამოცდის ხანგრძლივობა კი 4 საათი იქნება.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203