ივერიის საჯარო სკოლაში თებერვლის თვის ისტორიული თარიღები ღონისძიებით აღნიშნეს
15-03-2018
ივერიის საჯარო სკოლაში შიდა სასკოლო ისტორიის ტური გაიმართა. ტურის ფარგლებში სკოლის მოსწავლეებმა თებერვლის თვის ისტორიული თარიღები გააერთიანეს და აღნიშნეს. 

,,8 თებერვალს ქართული მართლმადიდებლური ეკლესია დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს აღნიშნავს, 8 თებერვალსაა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსების დღეც, რომლის 100 წლის იუბილეც წელს ავღნიშნეთ, 25 თებერვალს კი საბჭოთა ოკუპაციის დღეა, გადავწყვიტეთ ამ მნიშვნელოვანი თარიღებისთვის ღონისძიება მიგვეძღვნა",- აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი. 
 
მოსწავლეებმა კედლის გაზეთი გააკეთეს და თეატრალური წარმოდგენა დადგეს.  

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203