უნდა გქონდეთ ჩაბარებული მასწავლებლის კომპეტენციის დამადასტურებელი ტესტი - „ნაეკი“
მათემატიკის საგამოცდო ტესტის გამსწორებელთა შესარჩევი კონკურსი 15 მაისს, 11:00 საათიდან 16:00 საათამდე ჩატარდება. კონკურსზე დარეგისტრირებულ აპლიკანტებს
საშუალება ექნებათ,
ელექტრონულად, სპეციალური პროგრამის გამოყენებით სახლიდან შევიდნენ ბმულზე
http://emarker.naec.ge/eMarker (სასურველი ბრაუზერი: Mozila Firefox და Google Chrome) და გაასწორონ აბიტურიენტთა ნამუშევრები, რათა გამოავლინონ საკუთარი კომპეტენცია, - აღნიშNულ ინფორმაციას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
კონკურსის მონაწილეებმა უნდა იმუშაონ იქამდე, სანამ ეკრანზე არ გამოჩნდება წარწერა „დავალება არ მოიძებნა“.
არაუგვიანეს 20 მაისისა, შედგება რეიტინგული სია და კონკურსის შედეგები ეცნობებათ წარმატებულ მონაწილეებს.
შეგახსენებთ, რომ კონკურსში მონაწილე პირი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:
- უნდა ჰქონდეს მათემატიკის მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომი და/ან ჩაბარებული უნდა ჰქონდეს მასწავლებლის კომპეტენციის დამადასტურებელი ტესტი (კონკურსში გამარჯვების შემთხვევაში კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს შესაბამისი დოკუმენტები შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში, ასევე CV და პირადობის მოწმობის ასლი);
- ოჯახის წევრი/წევრები არ უნდა აბარებდნენ 2022 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებს.
მათემატიკის საგამოცდო ტესტის გამსწორებელთა შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის მსურველებს რეგისტრაცია უნდა გაევლოთ 7 მაისიდან 12 მაისის ჩათვლით. დროის ამავე მონაკვეთში მათ ჰქონდათ შესაძლებლობა, რომ ევარჯიშათ, კერძოდ, გაესწორებინათ ნაშრომები ელექტრონული პროგრამის საშუალებით.