ბაღებში რეგისტრაცია 20 ივნისიდან დაიწყება და 2 ეტაპად ჩატარდება - ვადები და დეტალები გორის აღსაზრდელებისთვის
16-05-2022
„სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულებების სასწავლო-სააღმზრდელო სისტემის მოქმედების წესებისა და სამუშაორეჟიმის დებულების დამტკიცების შესახებ” გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 13 ივლისის №75 დადგენილებაში ცვლილები შევიდა, რომლის მიხედვითაც, ბაღებში 2022-2023 სასწავლო წლისთვის აღსაზრდელთა რეგისტრაციის ვადები განისაზღვრა .
სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულებაში აღსაზრდელთა რეგისტრაცია უნდა განხორციელდეს ორ ეტაპად: I ეტაპი - 20 ივნისიდან - 24 ივნისის ჩათვლით, დედმამიშვილებისთვის; II ეტაპი - 25 ივნისიდან - 5 ივლისის ჩათვლით სხვა დანარჩენი კატეგორიისთვის.
საჭიროებიდან გამომდინარე ან ვაკანტური ადგილების დარჩენის შემთხვევაში, სააგენტო უფლებამოსილია გააგრძელოს რეგისტრაციის პროცესი ამ დებულებით განსაზღვრულ ზღვრულ ოდენობამდე.