ჯუგაანის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ძალადობა ლოზუნგებით დაგმეს
15-03-2018
არა ძალადობას! ძალადობა დასაგმობია! ჩვენ ვებრძვით ძალადობას! - ეს მოწოდებები ჯუგაანის საჯარო სკოლის მოსწავლეებს ეკუთვნით, რომელთაც ძალადობის თემაზე დისკუსია გამართეს.
 
დისკუსიას ისტორიისა და სამოქალაქო განათლების მასწავლებელი მარინა ზედელაშვილი ხელმძღვანელობდა.

სკოლის აღსაზრდელებმა ძალადობა არა მხოლოდ ლოზუნგებით, არამედ საკუთარი ხელით შექმნილი პლაკატებითაც დაგმეს.

დისკუსიაში სკოლის პეგადოგებიც ჩაერთვნენ. სკოლის დირექტორმა მარიამ ბოლაშვილმა ძალადობასთან ბრძოლის მეთოდები გამოკვეთა. საკუთარი აზრი გამოთქვეს სხვა მასწავლებლებმაც.

პედაგოგებმა დისკუსიაზე მდიდარი საპრეზენტაციო მასალა წარმოადგინეს, რასაც მოსწავლეების  ჩართულობა მოჰყვა. 

დისკუსიის ბოლოს აუდიტორიამ ფილმი ,,Hellados’’ ნახა. მოგვიანებით დისკუსიას მეშვიდე კლასის მოსწავლეებიც შეუერთდნენ.

,,ძალადობის წინააღმდეგ პრევენციული ღონისძიებები მთელი სკოლის მასშტაბით მომავალშიც გაგრძელდება",- აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი. 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203