ანაზღაურება 1980 ლარი - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ვაკანსიას აცხადებს 
17-05-2022
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი აცხადებს კონკურსს საგანმანათლებლო სერვისების განვითარების სამსახურის კოორდინატორის შერჩევის მიზნით.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა -  25 მაისი. კვალიფიკაციის, დამატებითი მოთხოვნებისთვის სანახავად და განაცხადის გასაკეთებლად გადადით ბმულზე 

ფუნქციები

1. უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების შესახებ ცენტრში შემოსული განცხადებისა და თანდართული დოკუმენტაციის შესწავლა და განცხადების მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა;
2. ცენტრის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან, საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ არსებულ ორგანიზაციებთან კომუნიკაცია საჭირო ინფორმაციის მოძიების მიზნით;
3. ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში შუალედური კორესპონდენციების მომზადება;
4. უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების/უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების პროექტის მომზადება;
5. უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების ბათილად ცნობის შესახებ დოკუმენტის მომზადება;
6. უცხოეთის საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის შესახებ ცნობის პროექტის მომზადება;
7. ENIC-NARIC- ის წარმომადგენლის ფუნქციის შესრულება;
8. ENIC-NARIC-ის ქსელიდან საჭირო ინფორმაციის გამოთხოვა;
9. ENIC-NARIC-ის ეგიდით საქართველოში წარმოებული სხვა საქმიანობების/ღონისძიებების კოორდინირება;
10. ფიზიკურ და სხვა დაინტერესებულ პირთათვის უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების საკითხებთან დაკავშირებით კონსულტაციების გაწევა;
11. უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების საქმისწარმოების ფარგლებში უცხოეთიდან შემოსული ინგლისურენოვანი კორესპონდენციების არაოფიციალური, მოკლე თარგმანის განხორციელება, რომელიც შეიცავს გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო ინფორმაციას;
12. წინასწარი თანხმობის პროექტის მომზადება, გაცვლითი პროგრამის ფარგლებში გავლილი კრედიტების აღიარების შესახებ;
13. უცხოეთში მდებარე საგანმანათლებლო დაწესებულებების სტატუსის შესახებ ინფორმაციის მოძიება;
14. არასტანდარტული განცხადების სამართლებრივი კუთხით დამუშავება, შესაბამისი ნორმატიული აქტების/ინფორმაციის მოძიების და წერილობითი პასუხის პროექტის მომზადების კოორდინირება;
15. საქართველოს მოქმედი სამართლებრივი აქტების შესაბამისად ცენტრში შემოსულ კორესპონდენციებზე დროული რეაგირება;
16. ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება, რომლებიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს მოქმედ კანონმდებლობას.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203