ხელფასი 3 ათასი ლარი - მანდატურის სამსახური ვაკანსიას აცხადებს
16-05-2022

საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური აცხადებს კონკურსს „ბავშვებისთვის ინკლუზიური, სამართლიანი და ხარისხიანი სკოლამდელი და ზოგადი განათლების სისტემების მშენებლობა საქართველოში“ პროექტის მენეჯერის პოზიციაზე.

პოციციის დასახელება: პროექტის მენეჯერი

დამსაქმებელი ორგანიზაცია: სსიპ - საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური

თანამდებობრივი სარგო: 3000 ლარი (დარიცხული)

სამსახურის ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი

სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი

დასაქმების ფორმა: შრომითი ხელშეკრულება

ზოგადი ინფორმაცია პროექტის შესახებ: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს, ნორვეგიის სპეციალური საჭიროებების მქონე პირთა განათლების სახელმწიფო სააგენტოსა (STATPED) და გაეროს ბავშვთა ფონდს შორის დამყარდა ოთხმხრივი, სამწლიანი პარტნიორობა, რომელიც მიზნად ისახავს   ბავშვებისთვის ინკლუზიური, სამართლიანი და ხარისხიანი სკოლამდელი და ზოგადი განათლების სისტემების მშენებლობას  საქართველოში. პროექტი მიმართულია 3-დან 18 წლამდე ასაკის ბავშვებსა და ახალგაზრდებზე და მიზნად ისახავს საგანმანათლებლო გარემოსა და პრაქტიკის ხარისხისა და ინკლუზიურობის გაუმჯობესებას ყველა ბავშვისთვის, განსაკუთრებით ყველაზე დაუცველი ჯგუფებისთვის, მათ შორის, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის ხელმისაწვდომობის გაზრდით საგანმანათლებლო მომსახურებაზე მათი ინტერესების, საჭიროებებისა და შესაძლებლობების მიხედვით მრავალფეროვანი უნარების გამომუშავებისთვის.

ფუნქციები:

  • პროექტის აქტივობებისა და რესურსების მართვა და კოორდინაცია მხარდამჭერ სისტემაში;
  • პროექტის მართვის ერთეულების ხელმძღვანელობა და მისდამი დაკისრებული ამოცანების მართვა;
  • მხარდამჭერი სისტემისა და ოპერაციული დანაყოფების მართვა;
  • სისტემის შემდგომი შენარჩუნებისა და განვითარებისათვის ნიადაგის მომზადება აუცილებელი საკანონმდებლო ცვლილებების შინაარსის შემუშავების გზით;
  • განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ინკლუზიისა და ინკლუზიურ განათლებასთან დაკავშირებით პოლიტიკის განაზღვრის მიზნით ახალი ინიციატივების შემუშავება და ამ მიმართულებით სამინისტროს მიერ განსაზღვრული პოლიტიკის იმპლემენტაცია;
  • ინკლუზიისა და ინკლუზიურ განათლებასთან დაკავშირებით დეტალური სამოქმედო გეგმების შემუშავება და ინკლუზიური განათლების ხელშემწყობი სისტემის ფუნქციონირებისთვის საჭირო სავარაუდო ფინანსური რესურსების თაობაზე ინფორმაციის მიწოდება საფინანსო სამმართველოსათის;
  • ინკლუზიისა და ინკლუზიურ განათლებასთან დაკავშირებით ანგარიშების (სტატისტიკური მონაცემებისა და შემუშავებული დოკუმენტაციის ჩათვლით) მომზადება და წარდგენა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთვის;
  • ინკლუზიური განათლების მხარდამჭერი სისტემის ყველა ნაწილში შესაძლებლობებისა და კომპეტენციების განვითარებაზე ზრუნვა პროექტის მიმდინარეობის პერიოდში;
  • მოსწავლეთა სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების განსაზღვრის მიზნით სკოლებიდან ან მშობლებისგან დადგენილი ნიმუშის სააპლიკაციო ფორმების მიღება და გადამისამართება.

კონკურსის პირობები და კანდიდატისათვის წაყენებული სავალდებულო მოთხოვნები:

ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება (სასურველია ფსიქოლოგია, ოკუპაციური თერაპია, სოციალური მუშაობა);
  • სამუშაოს შესრულების მართვის სისტემის ფუნქციონირების ცოდნა;
  • ინკლუზიისა და ინკლუზიურ განათლებასთან დაკავშირებით  მთავარი ადგილობრივი დაინტერესებული მხარეებისა და სერვისების შესახებ ინფორმირებულობა;
  • საბაზისო ცოდნა სოციალური მომსახურების შეფასების შესახებ (სასურველია სპეციალური საჭიროების მქონე პირთა მომსახურების პროგრამების ცოდნა);
  • ინკლუზიისა და ინკლუზიური განათლების შესახებ ცოდნა;
  • ინკლუზიისა და ინკლუზიური განათლების პოლიტიკის განსაზღვრისთვის სამინისტროსთვის ინიციატივების განხორციელების გზების დაგეგმვა;
  • ახალი სტრუქტურული ერთეულის შექმნასთან დაკავშირებით გამოცდილება (უპირატესობა მიენიჭება ასეთი გამოცდილების მქონე კანდიდატებს);
  • გუნდის მართვისა და მისი შეფასების გამოცდილება;
  • საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის გამოცდილება;
  • ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა.

პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები: 

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • შედეგზე ორიენტირებულობა და მიზნებისა და მოთხოვნების შესაბამისი შედეგების მიწოდების აუცილებლობის გააზრება;
  • ლიდერობა.

ელექტრონულ ფოსტაზე (hr1@mandaturi.gov.ge)გამოსაგზავნი დოკუმენტაცია:

  • სააპლიკაციო ფორმა (შევსებული სრულად, არა სკანირებული);
  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომი.

კანდიდატს, რომელსაც აქვს უცხო ქვეყნის განათლების დოკუმენტი (დიპლომი), სავალდებულოა იყოს ქართულ ენაზე ნათარგმნი, ნოტარიულად დამოწმებული და აღიარებული ხარისხის  განვითარების ეროვნულ ცენტრიდან.                   

სამოტივაციო წერილი ივსება სააპლიკაციო ფორმაში (იხილეთ სააპლიკაციო ფორმა). 

პროექტის მენეჯერის კანდიდატების შერჩევის ეტაპებია: 

  • ü კონკურსის გამოცხადება სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ოფიციალურ ვებ-გვერდზე;
  • ü კანდიდატების მიერ წარდგენილი საკონკურსო განაცხადების გადარჩევა;
  • ü კანდიდატის შეფასება (გასაუბრება).

საბუთების წარდგენა:

  • კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაინტერესებულმა პირმა ზემოთ მითითებული  დოკუმენტაცია უნდა წარმოადგინოს ელექტრონული ფორმით, შემდეგ მისამართზე: hr1@mandaturi.gov.ge
  • დაინტერესებულ კანდიდატს ნებისმიერი ინფორმაცია, მათ შორის, კონკურსის შედეგების თაობაზე, მიეწოდება პირადი ელექტრონული ფოსტის მეშვეობით;
  • კონკურსში მონაწილე პირთა განცხადებების მიღება წარმოებს  2022 წლის 16 მაისიდან 25 მაისის   ჩათვლით;
  • კონკურსის მონაწილე პირმა ელექტრონული ფოსტის გამოგზავნისას „თემა“-ში (subject) მიუთითოს  სახელი და გვარი (ქართული შრიფტით);

განაცხადის შესავსებად გთხოვთ, დააკლიკოთ აქ - სააპლიკაციო ფორმა 

გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა

გადაწყვეტილებას იღებს საკონკურსო კომისია ხმათა უმრავლესობით, განცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში.

საკონკურსო კომისიის მისამართი: ქ. თბილისი, მ. ალექსიძის მე-2 შესახვევი, N2

კონკურსის შედეგად შერჩეულმა კანდიდატებმა დანიშვნამდე უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

  •  რეზიუმე;
  •  2 ფოტოსურათი, ასევე დისკზე ჩაწერილი;
  •  პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
  •  განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
  •  ცნობა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან ნარკოლოგიური აღრიცხვიანობისა და სამედიცინო-ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ;
  •  ჯანმრთელობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ფორმა N100);
  •  ცნობა ნასამართლობის შესახებ.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203