არასახელმწიფო საერო საშუალო სკოლა „ოცნების“ მოსწავლეებმა დედებს ქალთა დღესასწაულები ლექსებითა და სიმღერებით მიულოცეს
08-03-2018
წყალტუბოს არასახელმწიფო საერო საშუალო სკოლა ოცნების" მოსამზადებელი და მე-5 კლასის  მოსწავლეებმა სკოლის პედაგოგებსა და მშობლებს დედისა და ქალთა საერთაშორისო დღეები ზეიმით მიულოცეს. 

მოზარდებმა უფროსებს ლექსებითა და სიმღერებით გაულამაზეს გაზაფხულის დღესასწაულები.

დამსწრე საზოგადოება სკოლის აღსაზრდელების წარმოდგენით აღფრთოვანებული დარჩა.     
   
მშობლების თქმით, კლასების დამრიგებლების - თამარ მიქავას და მაია ქობულიას დამსახურებით, მოსწავლეებმა საკუთარი ნიჭისა და შემოქმედების წარმოჩენა შეძლეს და მაყურებელს ამაღლებული განწყობა შეუქმნეს.   
 
იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203