როგორ დასტურდება საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობა და რა დაგიჯდებათ მიდი დამოწმება. საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების მიზნით სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში უნდა წარადგინოთ შემდეგი დოკუმენტაცია:
1. განცხადება (განცხადება შესაძლებელია წარმოდგენილ იქნეს ფოსტის მეშვეობით) - განცხადების ფორმა;
2. საგანმანათლებლო დოკუმენტების ნოტარიულად დამოწმებული ასლი;
3. განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი (უცხოური დოკუმენტის შემთხვევაში სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი);
4. სხვა პირის მიერ განცხადების წარმოდგენის შემთხვევაში - უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი (სანოტარო წესით დამოწმებული მინდობილობა);
5. შესაბამისი საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი. 40 ლარი ჩვეულებრივი წარმოება (ერთი თვე); დაჩქარებული წარმოება 15 სამუშაო დღე - 80 ლარი; 5 სამუშაო დღე - 120 ლარი; 1 სამუშაო დღე - 250 ლარი; (ელექტრონული გადახდა )ერთი სამუშაო დღის ვადაში მომსახურების გაწევა ხორციელდება ცალკეულ საგანმანათლებლო დოკუმენტებთან დაკავშრებით, რომელთა ჩამონათვალი განსაზღვრულია ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით :
ა) ცენტრის მიერ გაცემული, საქართველოში მიღებული უმაღლესი განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტი - დიპლომი;
ბ) ცენტრის მიერ გაცემული, საქართველოში მიღებული პროფესიული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტი - დიპლომი;
გ) ცენტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისად საქართველოში მიღებული ზოგადი/პროფესიული განათლების აღიარების ამსახველი ზოგადი/პროფესიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი - ატესტატის/სერტიფიკატის/დიპლომის დუბლიკატი.
* ამასთან, საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების ორენოვანი (ქართულ-ინგლისური) გადაწყვეტილების მოსამზადებლად, პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში მომსახურებისათვის გადასახდელ საფასურს ემატება 25 ლარი).
ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად, ადმინისტრაციული წარმოების ვადის დინება იწყება განაცხადის შემოტანიდან მეორე სამუშაო დღეს, შესაბამისად:
* ერთ დღიანი დაჩქარებული წარმოება (250 ლარი) დაიწყება განცხადების შემოტანიდან მომდევნო სამუშაო დღეს და მოქალაქე დოკუმენტის გატანას შეძლებს მესამე სამუშაო დღის 09:00 საათიდან.
* ხუთ დღიანი დაჩქარებული წარმოება (120 ლარი) დაიწყება განცხადების შემოტანიდან მომდევნო სამუშაო დღეს და მოქლაქე დოკუმენტის გატანას შეძლებს მეშვიდე სამუშაო დღის დილის 09:00 საათიდან.
* თხუთმეტ დღიანი დაჩქარებული წარმოება (80 ლარი) დაიწყება განცხადების შემოტანიდან მომდევნო სამუშაო დღეს და მოქალაქე დოკუმენტის გატანას შეძლებს მე-17 დღის დილის 09:00 საათიადნ.
* 1 თვიანი ჩვეულებრივი წარმოება (40 ლარი) დაიწყება განცხადების შემოტანიდან მომდევნო სამუშაო დღეს და მოქალაქე დოკუმენტს გაიტანს 30 კალენდარული დღის მომდევნო სამუშაო დღეს
6. საფოსტო მომსახურებით სარგებლობის შემთხვევაში მომსახურების საფასურს ემატება 5 ლარი. ( საინფორმაციო კომუნიკაციების სისტემები )
7. საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურების მოთხოვნისას მომსახურების საფასურის სრულად ან ნაწილობრივ გადახდისაგან გათავისუფლების მიზნით ცენტრში წარმოდგენილ უნდა იქნას აღნიშნული გარემოების დამადასტურებელი დოკუმენტის სანოტარო წესით დამოწმებული ასლი (ვეტერანის მოწმობა, დევნილის მოწმობა, და ა.შ.)
გთხოვთ გაითვალისწინოთ!
2005 წლამდე, ერთიან ეროვნულ გამოცდებამდე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხულ პირებზე, ასევე სახელმწიფოს მხრიდან არაღიარებული საგანმანათლებლო პროგრამის კურსდამთავრებულებზე გაცემული დიპლომების ნამდვილობის დადასტურებისას, არსებობს დიდი ალბათობა და რისკი იმისა, რომ ცენტრის მიერ მომსახურების მიწოდება ვერ განხორციელდება დაჩქარებულად, განმცხადებლისთვის სასურველ ვადაში. აღნიშნულის მიზეზს წარმოადგენს საარქივო დოკუმენტაციის მფლობელების, მათ შორის ამჟამად საგანმანათლებლო საქმიანობაშეწყეტილი სუბიექტების მიერ ცენტრის მიერ მოთხოვნილი დოკუმენტაციის/ინფორმაციის დროულად, დადგენილ ვადებში წარმოუდგენლობა. შესაბამისად, ხშირად, ცენტრისაგან დამოუკიდებელი მიზეზებით, ვადების დარღვევით ხდება შესაბამისი დოკუმენტაციის/ინფორმაციის ცენტრში წარმოდგენა.
მოცემულ შემთხვევაში, როდესაც დაინტერესებული პირი მისგან დამოუკიდებელი მიზეზით ვერ იღებს მომსახურებას მის მიერ გადახდილი საფასურის შესაბამის ვადაში, სხვა ვადაში მომსახურების მიღებისას, რომლისთვისაც კანონი ითვალისწინებს ნაკლებ საფასურს, დაინტერესებული პირის მოთხოვნით მას დაუბრუნდება სხვაობა ამ ორ საფასურს შორის."
ხაზინაში თანხების ჩარიცხვისათვის საჭირო რეკვიზიტები:
მიმღების ბანკი - სახელმწიფო ხაზინა
მიმღების დასახელება - ხაზინის ერთიანი ანგარიში
ბანკის კოდი - TRESGE22
მიმღების ანგარიში/სახაზინო კოდი - 707637113 (სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაწეული მომსახურების საფასური)
საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურების მოთხოვნისას მომსახურების საფასურის გადახდისაგან თავისუფლდებიან:
საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების მიზნით წარმოდგენილი ნებისმიერი უცხოურენოვანი დოკუმენტი საჭიროებს ქართულ ენაზე თარგმანის სანოტარო წესით დამოწმებას!