ეშტიის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ქალთა დღე საზეიმოდ აღნიშნეს
16-03-2018
ეშტიის N1 საჯარო სკოლის ღონისძიებაზე, რომელიც ქალებს მიეძღვნა, ყველა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა.

აქტიურობდა ასევე სკოლის ადმინისტრაცია, მასწავლებლები, მშობლები და მოწვეული სტუმრები, რომლებიც აქტიურად ჩაერთვნენ კონკურსებსა და შეჯიბრებებში. 
 
მოწავლეებმა იმღერეს, შეასრულეს ცეკვები, წაიკითხეს ლექსები, დადგეს მინი სპექტაკლი, საინტერესოდ და სახალისოდ ჩაიარა ასევე მომშობლებს შორის შეჯიბრმაც. 

ღონისძიების დასასრულს, ბავშვებმა მშობლები ხელნაკეთი მისალოცი ბარათებით დაასაჩუქრეს. სკოლის დირექტორმა სიტყვით მიმართა დამსწრე აუდიტორიას, მიულოცა პედაგოგებსა და მშობლებს ქალთა საერთაშორისო დღე და ყვავილებით დაასაჩუქრა. 

მასწავლებლების თქმით, ღონისძიებამ კარგად ჩაიარა, იყო მრავალფეროვანი და სახალისო ნომრები. მათ დიდი მადლობა გადაუხადეს მოსწავლეებს ამ დაუვიწყარი დღისთვის.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203