ტყემლანის საჯარო სკოლის მოსწავლეების თვალით დანახული აგრარული პრობლემები სამცხე-ჯავახეთის რეგიონში
30-11--0001
ახალციხეში სამცხე-ჯავახეთის რეგიონის მოსწავლეთა კონფერენცია გაიმართა.

კონფერენციაში სახელწოდებით „მოსწავლის თვალით დანახული აგრარული პრობლემები სამცხე-ჯავახეთის რეგიონში", რეგიონის რამდენიმე სკოლა მონაწილეობდა.

კონფერენციაში ტყემლანის საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეებმაც მიიღეს მონაწილეობა, რომლებმაც ოთხი თემა წარმოადგინეს:

1. აგროეკოლოგიური პრობლემები სამცხე-ჯავახეთსა და ჩვენს სოფელში; 2. მეფუტკრეობა ჩვენს სოფელში და ქართული ფუტკარი;3. თაფლის დამზადება, შემადგენლობა და სამკურნალო თვისებები; 4. ფუტკრის სხვა პროდუქტები, თაფლოვანი მცენარეები. ხელმძღვანელი ქიმია-ბიოლოგიის მასწავლებელი მარიამ ხვედელიძე.

ჟიურიმ გამოავლინა სამი საპრიზო ადგილი, ხოლო დანარჩენი მონაწილეები თავის პედაგოგებთან ერთად დაჯილდოვდნენ სერთიფიკატებით.

სკოლის ადმინისტრაცია დიდ მადლობას უხდის მოსწავლეებს აქტიურობისთვის და წარმატებებს უსურვებს.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203