„დედით იწყება სიცოცხლე“ - ქობულეთის N6 საჯარო სკოლაში დედისა და ქალთა დღეები აღნიშნეს
ბადრი ბერანძის სახელობის ქობულეთის N6 საჯარო სკოლაში დედისა და ქალთა დღეები ღონისძიებით აღნიშნეს.
ღონისძიებას ორგანიზატორები პირველი,მეექვსე და მეხუთე კლასის ხელმძღვანელები - თეონა მელაძე, მერი (ლამიკო) რიონიძე და მზია ჩელაბაძე არიან. ზეიმი მუსიკალურად პედაგოგმა ინგა კვესიეშვილმა გააფორმა.
ღონისძიების ლოზუნგი იყო „დედით იწყება სიცოცხლე“.
სკოლების მოსწავლეებმა თემატური ლექსები წარმოთქვეს, იმღერეს და ქორეოგრაფიული ნომრები შეასრულეს.
„ემოციური და ლამაზი საღამო გამოვიდა",- აღნიშნავს ღონისძიების ერთ-ერთი სტუმარი.
ღონისძიების ბოლოს მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოება ყვავილებით დაასაჩუქრეს.
იხილეთ ფოტოები