განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ რუისპირის სკოლის მოსწავლეები კომპიუტერებით დაასაჩუქრა
28-10-2016

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა თამარ ბაზერაშვილმა რუისპირის საჯარო სკოლის მეათეკლასელები მარიამ პაპუნაშვილი, თინათინ კედელაშვილი და ლიკა ჯავახიშვილი პერსონალური კომპიუტერებით დაასაჩუქრა.

პროგრამის,,ჩემი პირველი კომპიუტერი“ ბენეფიციარებად განისაზღვრებიან საჯარო სკოლის მოსწავლეები, რომელთაც გასულ სასწავლო წელს საბაზო საფეხური დაასრულეს და მათი საფეხურის ნიშანი დამრგვალების გარეშე 10 ქულაა.

რუისპირის საჯარო სკოლა ულოცავს მოსწავლეებს მიღებულ საჩუქარს და წინსვლას და წარმატებებს უსურვებს.

იხილეთ ასევე


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203