თბილისის №61 საჯარო სკოლის მოსწავლეები, მათი მშობლები და ბებიები ერთმანეთს ჰაერის ბუშტით სირბილში შეეჯიბრნენ
16-03-2018
თბილისის №61 საჯარო სკოლის 1 კლასში პროექტ ,,მშობელთა აქტიური ჩართულობა სასკოლო ცხოვრებაში" ფარგლებში სპორტულ-გამაჯანსაღებელი შეჯიბრება ჩატარდა.

ღონისძიებას კლასის დამრიგებელი ფიქრია კუჭუაშვილი ხელმძღვანელობდა.
შეჯიბრში მოსწავლეები, მათი მშობლები და ბებიები მონაწილეობდნენ.  

ღონისძიება მოიცავდა ისეთ საინტერესო აქტივობებს, როგორებიცაა: ბაგირზე ცოცვა, ჰაერის ბუშტით სირბილი, სახით მარცვლეულიდან მცირე ზომის ნივთის ამოღება და ხელის დახმარების გარეშე ვაშლის ჭამა მამა-შვილისგან. 

შეჯიბრს სპეციალური ჟიური აკვირდებოდა და აფასებდა.  

,,მაღალი შედეგების მისაღწევად თითოეულმა მონაწილემ თავდაუზოგავად იბრძოლა“,- აღნიშნავენ სკოლის წარმომადგენლები.  

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203