„წარმოაჩინე შენი სკოლის ბიბლიოთეკა“ - Etaloni.ge ახალ კონკურსს იწყებს
26-03-2018
საგანმანათლებლო სექტორის პოპულარიზაციისა და გააქტიურების საიტი Etaloni.ge მორიგ შემოქმედებით კონკურსს იწყებს - „წარმოაჩინე შენი სკოლის ბიბლიოთეკა!

მიგაჩნიათ, რომ თქვენი სკოლის ბიბიოთეკა გამორჩეულია?! მაშინ, გამოგვიგზავნეთ ფოტოსურათი და გახდით კონკურსის გამარჯვებული.

მოგვაწოდეთ ფოტოები ჩვენი ელ-ფოსტის მისამართზე: info@etaloni.ge ან Etaloni.ge-ს ფესბუქ გვერდზე შეტყობინების საშუალებით.

გამარჯვებულები რამდენიმე ნომინაციაში გამოვლინდებიან, მათ შორის Facebook-ზე მოწონებების მიხედვით და „ეტალონის'' შემოქმედებითი ჯგუფის რჩეული. 

გამარჯვებულები სპეციალური დიპლომებით დაჯილდოვდებიან. 

საკონკურსო ფოტოების გამოგზავნა შეგიძლიათ 20 მარტიდან 19 აპრილამდე. გამარჯვებულები 20 აპრილს გამოვლინდებიან. 

გაეცანით კონკურსის პირობებს:

  • საკონკურსო ფოტოს გამოგზავნა შეუძლია სკოლის ადმინისტრაციას, პედაგოგს, მოსწავლეს ან სკოლის ნებისმიერ წარმომადგენელს; 
  • სკოლიდან მხოლოდ ერთი ფოტო იღებს კონკურსში მონაწილეობას;
  • მიღებული ფოტოები განთავსდება და კონკურსში მონაწილედ განიხილება მხოლოდ სკოლის სახელით; 
  • ფოტო გადაღებული უნდა იყოს სკოლაში და ასახავდეს სკოლის ბიბლიოთეკას;
  • ფოტოზე ასახულ პირებზე პასუხისმგებლობა ეკისრება ფოტოს გამომგზავნს;

*შენიშვნა

კონკურსის დასრულების შემდეგ, Etaloni.ge - ს შემოქმედებითი ჯგუფი არაბუნებრივი გზით მიღებულ ლაიქებს გააბათილებს.

Etaloni.ge წარმატებებს გისურვებთ!

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203