ბაღის 170-მა თანამშრომელმა ტრენინგ-კურსები გაიარა
18-05-2022

ბათუმის მუნიციპალურ საბავშვო ბაღებში 2022 წლის აპრილიდან ეტაპობრივად მიმდინარეობს საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების HACCP-ის სისტემის დანერგვის პროცესი.

საბავშვო ბაღებში განხორციელდა ინფრასტრუქტურული მოწყობის შეფასება ვიზუალური დათვალიერებით და პერსონალთან გასაუბრებით. შედგა CAP-ანალიზის შესაბამისი დოკუმენტი.

სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების 170 თანამშრომლისთვის ტრენერ-კონსულტანტებმა ჩაატარეს ტრენინგების კურსი - ჰიგიენის ზოგადი მოთხოვნებისა და HACCP-ის პროგრამის ძირითად საკითხებზე.

ტრენინგი მოიცავდა ოთხ სამუშაო შეხვედრას და ხუთ მოდულს.

HACCP-ის პროგრამის წარმომადგენლები შეხვდნენ საბავშვო ბაღების გაერთიანების დირექტორს დავით დიასამიძეს და კვების საკითხებში მთავარ სპეციალისტს, სადაც განიხილეს პროგრამით განხორციელებული სამუშაოები და მათი შედეგები. არსებული ვითარება საბავშვო ბაღებში ამ პროგრამის მიხედვით დადებითად შეფასდა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203