14 აპრილი უქმე დღედ გამოცხადდება? - საკითხს პარლამენტი განიხილავს
18-05-2022
14 აპრილი გამოცხადდეს უქმე დღედ და კანონმდებლობაში ჩაიწეროს, რომ ეს არის არა დედაენის, არამედ სახელმწიფო ენის დღე - აღნიშნული კანონპროექტის პირველი მოსმენა ამ წუთებში მიმდინარეობს განათლებისა და მეცნიერების კომიტეტში. 

აღსანიშნავია, რომ კომიტეტის წევრების უმრავლესობისთვის 14 აპრილის უქმე დღედ გამოცხადება მიუღებელია, ვინაიდან მიიჩნევენ, რომ საქართველოში ისედაც საკმაოდ ბევრი დასვენების დღეა, ამასთან, სკოლებსა და სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებში 14 აპრილი ყოველთვის განსაკუთრებულად აღინიშნება.მას მართლაც უდიდესი მნიშვნელობა აქვს ქვეყნის ისტორიაში თუმცა, მისი უქმე დღედ გამოცხადების საჭიროება არ დგას.

როგორც კომიტეტის თავჯდომარემ გიორგი ამილახვარმა განაცხადა - აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით უკვე გაიმართა კონსულტაციები აკადემიური წრეებთან, მეცნიერებთან და საბოლოოდ ჩვენი მოსაზრებაა, რომ ამ ეტაპზე ცვლილების მიღების საჭიროება არ არის. 

რა გადაწყვეტილებას მიიღებს კომიტეტი აღნიშნულის შესახებ ინფორომაციას აუცილებლად შემოგთავაზებთ სხდომის დასრულების შემდგომ. 

განახლება: ინიციატივას მხარი, მხოლოდ ორმა დეპუტატმა დაუჭირა, რაც იმას ნიშნავს, რომ კანონპროექტს საბოლოო ჯამში კომიტეტმა მხარი არ დაუჭირა და ამ მხრივ ცვლილებებს არ უნდა ველოდეთ.


იხილეთ: „დედაენის დღეს“ შესაძლოა სახელი გადაერქვას - საკანონმდებლო ინიციატივას პარლამენტი განიხილავს
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203