ეთნოგრაფიული მუზეუმის დათვალიერებამ ქობულეთის №6 საჯარო სკოლის მოსწავლეებზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა
16-03-2018
ბადრი ბერანძის სახელობის ქობულეთის №6 საჯარო სკოლის ეთნოგრაფიული კლუბის წევრები ქემალ თურმანიძის კერძო ეთნოგრაფიულ მუზეუმში იმყოფებოდნენ.

მოზარდებმა მუზეუმის ექსპონატები დაათვალიერეს და ვიზუალურად აღიქვეს თუ როგორ ცხოვრობდნენ საუკუნეების მანძილზე სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში.  

სკოლის წარმომადგენლების თქმით, მუზეუმის დაამარსებელი სკოლის მოსწავლეების სტუმრობამ გაახარა. ქემალ თურმანიძე მოსწავლეებს მუზეუმში წარმოდგენილი ნიმუშების მნიშვნელობასა და ღირებულებაზე ესაუბრა.  

„მუზეუმში სტუმრობამ მოსწავლეებზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა“,- აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.  

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203