კოჭბანის საჯარო სკოლის ექვსმა მოსწავლემ მოსწავლეთა 72-ე სასწავლო-შემოქმედებით კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა.
მოსწავლეებმა საკონკურსო ნამუშევრები სხვადასხვა სექციაში წარადგინეს.
მრავალფეროვანი და საინტერესო ნამუშევრებით, განსხვავებული და ორიგინალური ხედვით უფროსკლასლებმა ჟიურის წევრების მოწონება დაიმსახურეს.
კოჭბანის საჯარო სკოლის ექვსივე მოსწავლე: ლია ბარბაქაძე, იზაბელა კვიატკოვსკი, ანტონინა კვიატკოვსკი, ზოია კვიატკოვსკი, ცირა მამუკაშვილი და ლია აბგაიძე შემდგომ ეტაპზე გადავიდნენ.
კოჭბანის საჯარო სკოლა ულოცავს მოსწავლეებს და წარმატებებს უსურვებს.
იხილეთ ფოტოები