2022 წლის „ფოთის ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა
11-06-2022
10 ივნისს საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონის“ ფოთის დისტანციური კონკურსის ფარგლებში 2022 წლის „ფოთის ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა. ტიტული ფოთის N15 საჯარო სკოლის VIII კლასის მოსწავლე კახაბერ კიზირიამ მოიპოვა. 

შეგახსენებთ, რომ კონკურსის პირველი და მეორე ეტაპები ტესტირების სპეციალური პორტალის საშუალებით გაიმართა. 

საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ დისტანციური ფორმატით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით მიმდინარეობს და მისი მიზანია მოსწავლე-ახალგაზრდებში არაფორმალური განათლების ხელშეწყობა, მოტიცავია-წახალისება და ამ მიზნით თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების უნარ-ჩვევების განვითარება.

ინტელექტ-ჩემპიონატის კონკურსის მონაწილე ყველა ფოთელი მოსწავლე „ეტალონის“ სპეციალური ონლაინ სიგელით, ხოლო მეორე ეტაპში - ონლაინ ოქროს სიგელით დაჯილდოვდა. ინტელექტუალური კონკურსი ქალაქ ფოთის მერიის, კულტურის, განათლების, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურისა და ფოთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის მხარდაჭერით გაიმართა. 

გთავაზობთ კონკურსის მეორე ეტაპის ყველაზე მაღალქულიან მონაწილეთა რეიტინგს:





ასევე იხილეთ:

ქალაქ ფოთის II ეტაპის მონაწილე მოსწავლეთა სია - ეტალონი

ფოთელი მოსწავლეების საყურადღებოდ - „ეტალონი“ დისტანციურ რეჟიმში გაიმართება

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203