2021-2022 სასწავლო წელი დასასრულს უახლოვდება, სწორედ წლის ბოლოს, ნიშნების დაჯამებისა და დაზუსტების შემდგომ გახდება ცნობილი, წარჩინებული მოსწავლეების მედალოსანთა სავარაუდო სია.
ეროვნულ სასწავლო გეგმაში ზუსტად არის გაწერილი თუ რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს მოსწავლე, რომ ოქროს ან ვერცხლის მედალი მიიღოს.
წარჩინებულ მოსწავლეთა გამოვლენა საშუალო საფეხურის (მე-10, მე-11, მე-12კლასის) ქულებით დგინდება.
ოქროს მედალსა და შესაბამის სერტიფიკატს იღებს მოსწავლე, რომლის საშუალო საფეხურის საერთო ქულა არის 10 - დამრგვალების გარეშე,
ვერცხლის მედალსა და შესაბამის სერტიფიკატს იღებს მოსწავლე, რომლის საშუალო საფეხურის საერთო ქულა არის 9.8 ან მეტი
პირზე, რომელმაც ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის კლასის/კლასების, ან საშუალო საფეხურის ცალკეულ კლასში შემავალი საგნის/საგნების ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლო პროგრამა/პროგრამები წარჩინებით დაძლია ექსტერნატის ფორმით, ოქროსა და ვერცხლის მედალი და შესაბამისი სერტიფიკატები არ გაიცემა.