წამყვანობისა და მენტორობის მსურველებს ვრცელი თეორიული მასალის წაკითხვა და დამუშავება უწევთ. პედაგოგებისგან, რომლებსაც ჯერ საგამოცდოდ მზადება არ დაუწყიათ, ხშირად გაიგებთ ფრაზას „არ ვიცი საიდან დავიწყო“, „რომელი საკითხი დავამუშავო ყველაზე კარგად, რომ მაღალი ქულა მივიღო?“ და ა.შ.
საგამოცდო პროგრამაში დეტალურადაა აღწერილი ის 4 მიმართულება, რის მიხედვითაც სტატუსის ამაღლების მსურველი მასწავლებლები გამოცდაზე შემოწმდებიან, შესაბამისად, პედაგოგებმა საგამოცდოდ მზადებისას სწორედ ამ ჩამონათვალის მიხედვით უნდა იხელმძღვანელონ.
გთავაზობთ საკითხებს, რომელთა ცოდნა სტატუსის ამაღლების მსურველებს მოეთხოვებათ:
თუ რა მოიაზრება თითოეულ მიმართულებაში, იხილეთ ვრცლად წამყვანობისა და მენტორობის მსურველთა საგამოცდო პროგრამა.
შეგახსენებთ, რომ უფროსი და წამყვანი მასწავლებლები გამოცდას ერთი ტესტით ჩააბარებენ. საგამოცდო ტესტი 70 ქულიანია, საიდანაც წამყვანობის მსურველმა უნდა დააგროვოს მინიმუმ 43 ქულა; მენტორობის მსურველმა კი - მინიმუმ 53 ქულა.
საგამოცდო ტესტში 32 სხვადასხვა ტიპის დავალებაა, მათგან: 22 - არჩევითპასუხებიანი; 2 - შესაბამისობის; 8 კი - ღია დავალება.