პედაგოგებს პრაქტიკულ მაგალითებს გააცნობენ - მასწავლებლის სახლი
19-05-2022

24 მაისს, 20:00 საათზე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი გეოგრაფიის მასწავლებლებს სთავაზობს ვებინარს თემაზე - „გეოინფორმაციული სისტემების მნიშვნელობა და როლი სასკოლო გეოგრაფიის სწავლებაში“.

ვებინარის ფარგლებში განხილული იქნება გეოინფორმაციული სისტემები, კერძოდ, ArcGIS პროგრამული უზრუნველყოფა, მისი არსი და მნიშვნელობა.

მონაწილეები გაეცნობიან პრაქტიკულ მაგალითებს, რომლებიც თავსებადია გეოგრაფიის ზოგიერთ საგაკვეთილო თემასა და საკითხთან. მათ შორისაა - ბუნებრივი კატასტროფების მოდელირება და სივრცითი ანალიზი.

ვებინარს გაუძღვება - მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის გეოგრაფიის ექსპერტ-კონსულტანტი, გეოგრაფიის მეცნიერებათა დოქტორი - მაია ბლიაძე.

ვებინარის სტუმარი - გეოინფორმაციული სისტემების უფროსი ადმინისტრატორი, „გის“ აკადემიის დამფუძნებელი და ტრენერი - ანა ირემაშვილი.

ვებინარი დაეხმარება გეოგრაფიის მასწავლებლებს, მომავალში სკოლებში დანერგონ თანამედროვე ტექნოლოგიები ამ მიმართულებით.

ვებინარის ბმული

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203