2022-2023 სასწავლო წლიდან პირველი კლასის მოსწავლეებისთვის საათობრივი ბადე იზრდება.
ეროვნულ სასწავლო გეგმაში, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის ბრძანებით, შესული სიახლის მიხედვით, პირველ კლასში სავალდებულო საგნად შედის ჭადრაკი. კვირეული საათობრივი დატვირთვა პირველ სემესტრში 21-ის მაგივრად 22 იქნება, ხოლო მეორე სემესტრში 22 საათის მაგივრად 23 საათი.
საათობრივი ბადის ცვლილება ეხება, როგორც ქართულეონვან, ისე არაქართულოვან საჯარო სკოლებს.
როგორც ბრძანებაშია აღნიშნული მათემატიკის საგნობრივ ჯგუფს განეკუთვნება სავალდებულო საგნები მათემატიკა (ისწავლება I-XII კლასებში) და ჭადრაკი (ისწავლება I კლასში).
„ამ საგნების (მათემატიკისა და ჭადრაკის) სწავლამ მოსწავლეს უნდა შესძინოს ის უნარ-ჩვევები, რომლებიც მას დაეხმარება ცხოვრებისეული პრაქტიკული პრობლემების გადაჭრაში“ - ვკითხულობთ დოკუმეტში.