კოხის საჯარო სკოლაში გამართულმა ღონისძიებამ დამსწრე საზოგადოებაზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა
16-03-2018
კოხის საჯარო სკოლაში დედის დღისადმი მიძღვნილმა ღონისძიებამ წარმატებით ჩაიარა. მოსწავლეებმა მასწავლებლის დახმარებით საკლასო ოთახი ბუშტებითა და ფერადი ქაღალდებით მორთეს.
მათ სპეციალურად ამ დღისთვის მოამზადეს ლექსი და სიმღერა, სხვადასხვა სახის წარმოდგენა და სპექტაკლი.
ღონისძიებას მასწავლებლები, მოსწავლეები და მშობლები ესწრებოდნენ. მათი თქმით, ღონისძიება ნამდვილად შთამბეჭდავი გამოვიდა.