საზაფხულო ბაღები წელსაც არ იქნება - სააგენტოს განმარტება
19-05-2022

საზაფხულო ბაღების თემა გაზაფხულიდან ყოველთვის აქტუალურია - განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც პანდემიის გამო, ისინი აღარ ფუნქციონირებს. წელს, როდესაც თითქმის ყველა რეგულაცია მოიხსნა, სკოლებსა და ბაღებში პირბადის ტარება სავალდებულო აღარ არის და სპეციალისტებიც, პანდემიის დასასრულს პროგნოზირებენ, საინტერესოა, ხომ არ გაიხსნება საზაფხულო ბაღები ორწლიანი იძულებითი პაუზის შემდეგ?

აღნიშნული კითხვით, Etaloni.ge-მ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს მიმართა, სადაც გვიპასუხეს, რომ წელს საზაფხულო ბაღები არ იქნება იქიდან გამომდინარე, რომ რეგულაციების შემსუბუქება სააღმზრდელო დაწესებულებებს არ შეხებია:

„მხოლოდ პირბადის ტარების ვალდებულება გაუქმდა, დანარჩენი რეგულაციები უცვლელად დარჩა, აქედან გამომდინარე, საზაფხულო ბაღები წელს არ იქნება“.

იხილეთ ასევე:

თბილისის ბაღებში რეგისტრაცია 3 ივნისს იწყება - დეტალები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203