30 კვალიფიციური პედაგოგი 1000-ლარიან დანამატს მიიღებს - დეტალებზე მინისტრმა ისაუბრა
19-05-2022

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მაია ხაჯიშვილმა მაღალმთიანეთში პედაგოგების დეფიციტსა და ამ გამოწვევის აღმოფხვრის გზებზე ისაუბრა:

როგორც მინისტრმა აღნიშნა, მაღალმთიან აჭარაში პედაგოგების დეფიციტის აღმოფხვრის მიზნით ხორციელდება პროგრამა, რომლის ფარგლებში შერჩეული პედაგოგებისთვის 1000-ლარიანი დანამატია განსაზღვრული

„განათლების ხელმისაწვდომობის ნაწილში, ღიად უნდა ვისაუბროთ და ვთქვათ, რომ ჯერ კიდევ რჩება პედაგოგების [დეფიციტი] მაღალმთიან აჭარაში, შესაბამისად ამ პრობლემის აღმოფხვრის მიზნით ხორციელდება პროგრამა, რომელსაც ეწოდება „ვასწავლოთ მომავალი წარმატებისთვის“. პროგრამის ფარგლებში კონკურსის შედეგად შეირჩევა 30 კვალიფიციური პედაგოგი, რომელთათვისაც გათალისწინებულია 1000-ლარიანი დანამატის მიცემა.

ისინი იმუშავებენ დეფიციტურ საგნებზე მაღალმთიან აჭარაში. პროგრამა ხორციელდება ქედის, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტში. პროგრამის გაგრძელება მომავალ წელსაც გათავალისწინებულია“, - აღნიშნა მაია ხაჯიშვილმა

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203