ქუთაისის N37 საჯარო სკოლა მათემატიკის ფესტივალზე საინტერესო პროექტებით წარსდგა
16-03-2018
ქუთაისის N37 საჯარო სკოლამ ოლიმპიადა „ევერესტის“ ორგანიზებულ მათემატიკის ფესტივალში მიიღო მონაწილეობა. 

ფესტივალი თბილისში საგამოფენო დარბაზ „ექსპო ჯორჯიაში“ გაიმართა.  

სკოლის აღსაზრდელებმა ფესტივალზე მათემატიკის თემაზე შექმნილი პროექტები, ვიზუალური მაკეტები და ლოგიკური თამაშები წარმოადგინეს. 

ფესტივალში მონაწილეობდნენ სკოლის წარჩინებული მოსწავლეები - მართა ფანცულაია, გურამ გურეშიძე, გიორგი ფხაკაძე, მარიამ დავლაძე, ანი ბოჭორიშვილი, თამარ რევიშვილი, რომან კოღუაშვილი. მოზარდები ოლიმპიადაში „ევერესტი“ წარმატებით ასპარეზობენ. 

ფესტივალი მათემატიკის პოპულარიზაციის გარდა, მიზნად ისახავს სკოლის ცხოვრების გამრავალფეროვნებას, მოსწავლეთა ახალი იდეების რეალიზებას და მათში გუნდური უნარ - ჩვევების ჩამოყალიბებას.  

ღონისძიების ბოლოს მონაწილეები საპატიო სიგელებით დაჯილდოვდნენ. ​ 

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203