ხელფასების ზრდის მთავარი წინაპირობა სტატუსის ამაღლებაა; პედაგოგთა ხელშეწყობისა და კვალიფიკაციის ამაღლებაში დახმარებისთვის კი წელს ექვსი ათასამდე პედაგოგის გადამზადდება იგეგმება - აღნიშნა, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მაია ხაჯიშვილმა.
„მასწავლებელთა ხელფასების ზრდის პროცესი 2019 წლიდან არ შეჩერებულა, თუმცა ანაზღაურების ზრდის ერთ-ერთი მთავარი წინაპირობა არის სტატუსის ამაღლება, შესაბამისად „განათლების ფონდის“ მიერ, რომელიც განათლების სამინისტროს დაქვემდებარებაშია, გასულ წელს ჩვენ 5 ათასზე მეტი მსმენელი მივიღეთ სხვადასხვა ტრენინგზე, რომელიც შემდგომში მათ დაეხმარა სტატუსების მოპოვებაში თუ ამაღლებაში. შესაბამისად, ეს პირდაპირი ფორმით აისახება, როგორც განათლების ხარისხზე სასკოლო სივრცეში, ისე მათ ფინანსურ უზრუნველყოფაზე.
ეს პროექტი წელსაც გრძელდება. „განათლების ფონდის“ დაფინანსების მოცულობა არის დაახლოებით ნახევარი მილიონი ლარი და წელს 6 ათასამდე მსმენელის [პედაგოგის] ჩართვას ვგეგმავთ“, - აღნიშნა მინისტრმა.