„გახსოვდეთ, თქვენ ჩვენი ქვეყნის მომავალი ხართ“ - მე-12 კლასელებს სკოლის დასრულებას მინისტრები ულოცავენ
20-05-2022
საქართველოში დღეს მეთორმეტე კლასის მოსწავლეებისთვის ბოლო ზარი ირეკება. კურსდამთავრებულებს სკოლის დასრულებას დისტანციურად ულოცავენ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშილი და განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, მიხეილ ჩხენკელი.

„ძვირფასო ახალგაზრდებო, დღეს თქვენთვის ბოლო ზარი ირეკება, ტოვებთ სკოლის კედლებს, სადაც გატარებული წლები თქვენთვის ყოველთვის დაუვიწყარ მოგონებად და შეუცვლელ გამოცდილებად დარჩება. გილოცავთ ამ მნიშვნელოვან დღეს და წარმატებებს გისურვებთ მომავლის გზაზე!

ხვალიდან თქვენს ცხოვრებაში მეტი შესაძლებლობებით, ახალი ურთიერთობებითა და თავგადასავლებით სავსე ეტაპი იწყება. დარწმუნებული ვარ, ცოდნის შეძენისა და მისი გაღრმავების სურვილი არასდროს გაგინელდებათ და თქვენი პროფესიონალიზმით ჩვენი ქვეყნის განვითარებაში უმნიშვნელოვანეს წვლილს შეიტანთ“, - ნათქვამია მინისტრის მილოცვაში.

დარწმუნებული ვარ, ცხოვრების ეს ახალი ეტაპი გახდება თქვენი მომავალი წარმატებებისა და წინსვლის საფუძველი - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

„მინდა ყველამ იცოდეთ, რომ საქართველოს მთავრობა ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ გქონდეთ ყველა შესაძლებლობა, გამოიყენოთ თქვენი ინდივიდუალური რესურსები, მიიღოთ განათლება, გახდეთ კონკურენტუნარიანი, სხვადასხვა სფეროს პროფესიონალები და ემსახუროთ ჩვენს ქვეყანას.

გილოცავთ ყველას დღევანდელ დღეს, გისურვებთ თქვენი მიზნებისა და სურვილების ასრულებას“
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203