ქვედა სიმონეთის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა „ვეფხისტყაოსნის“ გმირები გააცოცხლეს
19-03-2018
ქვედა სიმონეთის N2 საჯარო სკოლაში „ვეფხისტყაოსნის“ 850 წლის იუბილეს მიძღვნილი პროექტი - „მარად თაანამედროვე“ გრძელდება. 

პროექტი მრავალ აქტივობას ითვალისწინებს, მათ შორის „თეატრალური შუადღისათვის“ მზადებას.   

პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა თეატრალური წარმოდგენა დადგეს.  სკოლის აღსაზრდელება - მექა ნიკოლაძემ, ნინო კუკულავამ, ნინი გოქაძემ, ცისა  ჭუმბურიძემ და მარიამ ქავთარაძემ წარმოდგენისთვის „ნესტან-დარეჯანის წერილი“ აირჩიეს.

გოგონებმა სტროფები გაინაწილეს, სასცენო გარემო შექმნეს, ტექნიკური მხარეც მოაგვარეს და საკონკურსოდ ვიდეო ჩაწერეს. 

აქტივობას ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ნათია გიორგაძე და  სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის თავმჯდომარე ცარო ჭელიძე ხელმძღვანელობენ. 

„რუსთველური გენიის უკვდავება დღეს საყოველთაოდ აღიარებულია. ამიტომაც არის, რომ დასასრული არა აქვს შოთას იუბილის აღნიშვნას. იგი ჩვენს ყოველდღიურობად იქცა. ბავშვებმა ისე შეიყვარეს „ვეფხისტყაოსნის“ გმირები, რომ ისინი გააცოცხლეს  და თეატრალიზებულ სანახაობად წარმოადგინეს“,- აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.    

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203