„მზექას“ სკოლის მოსწავლეები კონფერენციებში აქტიურად მონაწილეობენ
19-03-2018
სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ინჟინერიის, აგრარულ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ორგანიზებით გაიმართა მოსწავლეთა მესამე სამეცნიერო კონფერენცია თემაზე - „მოსწავლეთა თვალით დანახული აგრარული პრობლემები სამცხე-ჯავახეთის რეგიონში“. 

კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს ახალციხის კერძო სკოლა „მზექას“ მოსწავლეებმა, მარიამ მელიქიძემ და ლანა ნებაძემ.  

ჟიურის წევრებმა მოსწავლეები და ხელმძღვანელი მასწავლებელი სერტიფიკატებით დააჯილდოვა.  

სკოლა დიდ მადლობას უხდის ფაკულტეტის დეკანატს კონფერნციის ორგანიზებისთვის და მოსწავლეებს მიღწეული წარმატებისთვის.  

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203