მესტიის მუნიციპალიტეტის მერიამ ადგილობრივ ბავშვებს „პირველკლასელთა აკადემია“ საჩუქრად გადასცა
04-06-2022

მესტიის მუნიციპალიტეტში წარმატებით ფუნქციონირებს სასკოლო მზაობის პროგრამა, სადაც მშობლებს საშუალება ეძლევათ, მაღალკვალიფიციურ პედაგოგებთან ერთად, მოამზადონ შვილები სკოლის პირველი წლებისთვის.

საგანმანათლებლო პროექტმა „ეტალონი“ და მისმა ხელმძღვანელმა, გოჩა ტყეშელაშვილმა, საგანგებოდ სასკოლო მზაობის აღსაზრდელებისთვის შექმნა სახელმძღვანელო წიგნი, „პირველკლასელთა აკადემია“, რომლის დახმარებითაც საქართველოში მცხოვრები ნებისმიერი ოჯახი, თავისივე შვილის სკოლისთვის მომზადებას ეფექტურად შეძლებს. სახელმძღვანელოში თამაში და სწავლა ერთმანეთთანაა შერწყმული და უკვე საქართველოს თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში ეფექტურად გამოიყენება.

მესტიის მუნიციპალიტეტის მერიამ, აღნიშნული სახელმძღვანელო, სასკოლო მზაობის აღსაზრდელებს საჩუქრად გადასცა და „ეტალონს“ მადლობა გადაუხადა: „წარმატებები და ბედნიერი საგანმანათლებლო წლები ვუსურვოთ სასკოლო მზაობის აღსაზრდელებს! მადლობას ვუხდით საგანმანათლებლო პროექტ „ეტალონს“, მომავალი თაობების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის!“

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203