გომის საჯარო სკოლის მოსწავლე გვანცა ცხოვრებაშვილი ცნობილი ქართველოლოგის სახელობის პრემიით დააჯილდოვეს
19-03-2018
გომის საჯარო სკოლის მოსწავლე გვანცა ცხოვრებაშვილი „ზამთრის ქართველოლოგიურ სკოლა 2018“-ში მონაწილეობდა. მან პრეზენტაცია გააკეთა თემაზე „ქართული ელჩობა ევროპაში - გეზი ევროპისკენ“ (ხელმძღვანელი ალექსანდრა ამბარიძე).
გვანცას თემა 4 საუკეთესოთა შორის დასახელდა.
ჟიურის გადაწყვეტილებით მას ცნობილი ქართველოლოგის ჰაინეც ჰენრიხის სახელობის ფულადი პრემია გადასცეს.
გომის საჯარო სკოლა ულოცავს გვანცას და მომავალში წარმატებებს უსურვებს.