მასწავლებელთა გამოცდები დაიწყო - რომელ საგანზე რამდენი აპლიკანტია დარეგისტრირებული
2022 წელს მასწავლებელთა კომპეტენციის დადასტურების გამოცდაზე 19 500-მდე მსურველი დარეგისტრირდა. etaloni.ge - სთვის შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, ყველაზე მეტი აპლიკანტი 3140 დაწყებითი (I-IV) საგნის გამოცდაზეა დარეგისტრირებული, ყველაზე ცოტა - 25 ფრანგული ენის (I- XII) ტესტზე.
რომელ საგანში რამდენი აპლიკანტია დარეგისტრირებული:
- ქართულ ენასა და ლიტერატურაში (VII-XII კლასები) - 1027
- მათემატიკაში (VII-XII კლასები) - 437
- გეოგრაფიაში (VII-XII კლასები) - 438
- ბიოლოგიაში (VII-XII კლასები) - 548
- ქიმიაში (VII-XII კლასები) - 303
- ფიზიკაში (VII-XII კლასები) - 271
- ისტორიაში (VII-XII კლასები)- 1094
- სამოქალაქო განათლებაში (VII-XII კლასები) -1105
- უცხოურ ენაში (I-XII კლასები) – 2224; აქედან გერმანულს - 135; ფრანგულს -25; ინგლისურს -1666; რუსულს - 398.
- ქართულ ენაში არაქართულენოვანი სკოლებისათვის/სექტორებისათვის (I-XII)
- სახვით და გამოყენებით ხელოვნებაში (I-IX) - 694
- მუსიკაში (I-IX კლასები) - 508
- სპორტში (I-XII კლასები) - 1842
- ქართულ ენასა და ლიტერატურაში, მათემატიკასა და ბუნებისმეტყველებაში (I-IV კლასების) - 3140
- ქართულ ენასა და ლიტერატურაში (დაწყებითი საფეხური I-VI კლასები) - 976
- ბუნებისმეტყველებაში (დაწყებითი საფეხური I-VI კლასები) - 1661
- მათემატიკაში (დაწყებითი საფეხური I-VI კლასები) - 1727
- ინფორმაციულ და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში/კომპიუტერულ ტექნოლოგიებში - 729
- სომხურ ენაში - 463
- აზერბაიჯანულ ენაში - 378