ბაღებში აკრძალულია კვების საფასურის შემოღება - ბრძანება
27-05-2022
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ხელშეწყობის პროგრამა დამტკიცდა.

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მიხედვით, აკრძალულია მუნიციპალიტეტის მართვაში არსებულ ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების საჯარო დაწესებულებებში სასწავლო აღმზრდელობითი მომსახურებისა და კვებითი მომსახურებისათვის გადასახადის, ტარიფის ან სხვა საფასურის შემოღება. შესაბამისად, მუნიციპალიტეტი ვალდებულია უზრუნველყოს სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების შეუფერხებელი ფუნქციონირებისათვის საჭირო ფინანსების გამოყოფა და ყველა სხვა ღონისძიების გატარება. ბაღების გაერთიანების ერთ-ერთ ძირითად პრიორიტეტს სწორედ მუნიციპალიტეტში მცხოვრები ბაგა-ბაღის ასაკის ბავშვებისათვის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ხელმისაწვდომობა წარმოადგენს. დღეის მდგომარეობით ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფუნქციონირებს 41 სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება, სადაც სააღმზრდელო პროცესს გადის 1696-ზე მეტი ბავშვი. ბაგა-ბაღებში ჯამში დასაქმებულია 154 აღმზრდელი და 372 შესაბამისი ადმინისტრაციული პერსონალი.

პროგრამის მიზანია, ბაგა-ბაღებში სანიტარული და ჰიგიენური ნორმების დაცვა, ბაგა-ბაღების მატერიალურ ტექნიკური ბაზის გაუმჯობესება; ბაგა-ბაღებში კვების ორგანიზებისა და რაციონის ნორმების დაცვა, ბაგა-ბაღებში დასაქმებული პერსონალის შრომითი პირობების გაუმჯობესება.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203