თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში რეგისტრაციის პირველი ეტაპი 3 ივნისს, 10:00 საათიდან დაიწყება და 10 ივნისამდე გაგრძელდება. ამ პერიოდში რეგისტრაციას შეძლებენ პრიორიტეტით მოსარგებლე აპლიკანტები.
ეს კატეგორიებია:
სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვების რეგისტრაციისთვის, საჭირო დოკუმენტაცია (ბავშვის დაბადების მოწმობა, ჯანმრთელობის ცნობები - ფორმა 100/ფორმა 50) ბაღის ნომერი და მშობლის საკონტაქტო ინფორმაცია მშობლებმა უნდა გაგზავნონ ელექტრონული ფოსტის მეშვეობით, მისამართზე: skolamdeliregistracia2023@gmail.com.
ელექტრონული ფოსტის ამავე მისამართზე - skolamdeliregistracia2023@gmail.com მიიღება სამხედრო მოსამსახურის სტატუსის მქონე მოქალაქეების შვილების რეგისტრაციისთვის საჭირო დოკუმენტები (ცნობა თავდაცვის სამინისტროდან, ბავშვის დაბადების მოწმობა, მშობლის პირადობის დამადასტურებელი ცნობა, ინფორმაცია სასურველი ბაღის შესახებ და მშობლის საკონტაქტო ინფორმაცია).